ახალი ამბები

“ეს ხალხი ძალადობის მსხვერპლია” – ენმ გარემოვაჭრეებს სოლიდარობას უცხადებს 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად მივიდნენ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა მოვაჭრეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

“აქ მოვედი სოლიდარობისთვის იმ ადამიანების მიმართ, რომლების ლუკმა-პურისთვის იბრძვიან. ეს ხალხი ძალადობის მსხვერპლია მუნიციპალური ინსპექციის და შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან. ფაქტია, რომ მერიას პრიორიტეტები სწორად არ აქვს დალაგებული და არ იცის, საიდან უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება. აქ არ მოდიან არც მერიის წარმომადგენლები და არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დავაყენოთ ეს საკითხი და მოვითხოვოთ, ისე გადაწყდეს ეს საკითხი, რომ ამ ხალხის ინტერესები და საჭიროებები გათვალისწინებული იყოს”, – განაცხადა ანი ბალიაშვილმა, ენმ-ს წევრმა გორის საკრებულოში. 

შეგახსნებთ, რომ დღეს დილიდან, გარემოვაჭრეები გურამიშვილის ქუჩაზე ისებ დაბრუნდნენ და საქმიანობის გაგრძელებას შეეცადნენ, თუმცა გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს.

დატოვეთ კომენტარი