გორის მერიის ბალანსზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის) მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა, – ესაა იმ ხელშეკრულების საგანი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა.
უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით 158 868 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან შპს “დელტა კონსალტინგი”.
გორის მერიას 46 ცალი სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერის მოვლა-პატრონობის მომსახურება ერთ თვეში 1968 ლარი დაუჯდება. ხელშეკრულება 36 თვიანია და ჯამში, 70876 ლარს გადაიხდის.
121 ცალ ზოგადი ხედვის კამერის მოვლა-პატრონობის მომსახურებაში ერთ თვეში 2444 ლარს გადაიხდის, ხოლო 36 თვეში 87 991 ლარს.