კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ქალს, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ისინი ამჟამად ცხოვრობენ სახლში, რომელსაც სახურავი აქვს დაზიანებული. ასევე არ აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები.
მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს.
“ოჯახში ერთი ქალბატონი და სამი ობოლი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, წინ ზამთარია და სახლი ასეთი სახურავით ხვდება უკვე რამოდენიმე წელი, თუმცა ყოველი წელი ღმერთის იმედად, რომ არ ჩამოაქცევს სახურავს და დაინდობს ბავშვებს, თუმცა როდემდე გაგრძელდება ასე?”, – წერს ლიკა ედიშერაშვილი.
მისივე თქმით, არაერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურებს, მათ შორის კასპის მერიას, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.
“წერს განცხადებას, ჩვენც ვცდილობთ დავეხმაროთ და სადაც რაიმე ხელჩასაჭიდი ფონდი ვნახეთ დახმარებოს სათხოვნელად ყველას გავუგზავნეთ, მივწერეთ, დავეკონტაქტეთ, თუმცა სულ ტყუილად ყველა იმედს გვაძლევდა და ქრებოდნენ. ჩვენი სოფლის მოსახლეობა აქამდე ბევრს დახმარებია და არა მარტო სოფლის”, – წერს ის.
ამჟამად, საბანკო ანგარიში გახსნილია თანხის შესაგროვებლად, რომელიც სახურავის გადახურვას მოხმარდება.
TBC-თიბისი ანგარიში: #GE43TB7823245061100077;
მიმღები:სოფიო კუპრაშვილი
საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE37BG0000000569371229;
მიმღები:სოფიო კუპრაშვილი.