ახალი ამბები

ნიკა შუბითიძის დასახმარებლად გორის “დილა” საქველმოქმედო მატჩებს გამართავს 

20 წლის ყოფილ ფეხბურთელს, ნიკა შუბითიძეს ექიმებმა სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს. მას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მის შესახებ ვიდეო “მოზაიკამ” ერთი თვის წინ მოამზადა. 

მის დასახმარებლად გორის “დილა”  დღეს, 25 აგვისტოს “შუქურასთან”, ხოლო 29 აგვისტოს თბილისის “დინამოსთან” მატჩტებს ჩაატარებს, ბილეთების გაყიდვიდად შემოსულ თანხას კი, ნიკას დასახმარებლად გადარიცხავს. 

“ბილეთების ფასი შეიცვალა და 3 ლარი იქნება. შემოსული თანხა კი, ნიკას დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება. მოგიწოდებთ, მოხვიდეთ სტადიონზე და ერთად დავეხმაროთ ნიკას”, – ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი