გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, არმაზ და მიშა ჯალაბაძეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 31 ივლისს გაიმართება.
როგორც ცნობილია, ტურნირს გორელი ბიზნესმენი გივი ჯალაბაძე აფინანსებს. საპრიზო ფონდი 12 000 დოლარს შეადგენს. გამარჯვებულები 4 წონით კატეგორიაში (60 კგ;70 კგ; 80 კგ; 90 კგ) გამოვლინდებიან.
პირველ ადგილზე გასული მიიღებს 1000$-ს მეორეზე 500$-ს და მესამეზე 300 დოლარს, ხოლო აბსოლიტურ წონაში გამარჯვებულს გადაეცემა 2000 დოლარი.
არმაზ და მიხეილ ჯალაბაძეები გორელი მოჭიდავეები იყვნენ. მათი სახელობის ტურნირი სოფელ ქორდში თითქმის ყოველწლიურად იმართება.
დატოვეთ კომენტარი