ახალი ამბები

“კორუფციის ნიშნებია”-  ოპოზიციას “ახალბაღის” რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს 

გორის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამტკიცებენ, რომ გახარჯული მილიონების მიუხედავად, სამუშაოების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ქეთი გოგიაშვილის თქმით, აუცილებელია ამ თემით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე აქაც გვაქვს “ქართული ოცნების” სხვა უამრავ კორუფციულ გარიგებებთან ერთად, დიდ კლანურ კორუფციასთან. შესაბამისი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით და უნდა მოხდეს საფუძვლიანი გამოძიება. უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც არიან გახვეული ამ დიდ კორუფციაში და ხალხის ფულის მითვისებაში”,- აცხადებს გოგიაშვილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ პარკის ტერიტორიაზე სამუშაოების 80% შესრულებულია.

ამავე თემაზე: “ახალბაღის” გახსნის თარიღად 15 ოქტომბერს ასახელებენ 

დატოვეთ კომენტარი