ახალი ამბები

გორის მერია საგზაო ნიშნებს ყიდულობს  

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საგზაო ნიშნების შესყიდვის მიზნით, რისთვისაც 52530 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

“ნიშნები დამზადებული უნდა იყოს ტრაფარეტული ბეჭდვის ტექნოლოგიით, ხოლო იქ სადაც გამოიყენება აპლიკაციის მეთოდი, ნიშნები უნდა დამზადდეს შუქ ამრეკლი ფირის მწარმოებელი კომპანიის რეკომენდაციით, იმგვარად რომ უზრუნველყოფილი იქნეს ნიშნის მაქსიმალური ფუნქციონალური ხანმედეგობა. ნიშნის ზედაპირი არ უნდა იყოს გახვრეტილი და ყველა სამაგრი დეტალი უნდა იყოს უჟანგავი მასალისგან დამზადებული”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია შეიძენს 30 -მდე დასახელების საგზაო ნიშანს, რომლის მიწოდებაც შერჩეულმა კომპანიამ ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი