გორში, ვერხვების დასახლებას წყალი ისევ არ მიეწოდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი წერს.
“ვერხვებზე წყალი კიდევ არ მოდის”.
ადგილობრივების თქმით, დასახლებას წყლის მიწოდება 3 დღის წინ შეუწყდა. პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მათ საპროტესტო აქციაც მოაწყეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. რის შემდეგაც, წყალმომარაგების კომპანია მათ სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდებას დაპირდა.
დატოვეთ კომენტარი