ახალი ამბები

ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე რუსი მეტოქე დაამარცხა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს მესამე პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მეტოქე იაკუბ შამილოვი დაამარცხა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ვაჟა მარგველაშვილი კაცების 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. შამილოვის დამარცხების შემდეგ, იგი ებრაელ მეტოქეს ბარუხ შმაილოვს დაუპირისპირდა და კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

მარგველაშვილი ბარუხ შმაილოვის დამარცხებით ნახევარფინალში გადავიდა.

იგი ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ ბაულ ანს შეხვდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.