ახალი ამბები

ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს 2020 წელის ოლიმპიადის მეორე დღეს, 25 ივლისს, შეჯიბრებაში ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) ჩაერთო, რომელმაც კორეელი ბაულ ანი დაამარცა და ფინალში გავიდა.

დაძაბული შეხვედრისას ძიუდოისტები დამატებით დროში გადავიდნენ, სადაც ვაჟას მეტოქეზე ერთით მეტი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ილეთი მან შეასრულა.

ვაჟა პირველ ეტაპზე ისვენებდა, შემდეგ კი რუს იაკუბ შამილოვს დაძაბული შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე ვაზარით აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, ნახევარფინალში გასასვლელად კი ებრაელ ბარუხ შმაილოი დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა. ვაჟას შამილოვთან ბალანსი უკვე 5:0 გაუხდა, ებრაელ მეტოქეს კი მეოთხედ მუგო და ორი მარცხი აქვს.

ფინალში ვაჟა მარგველაშვილი იაპონელ მეტოქეს შეხვდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.