ახალი ამბები

“რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტის 86% შესრულებულია” – გზების დეპარტამენტი 

“ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

უწყების ცნობით, ამ დროისთვის 45 გვირაბია გაჭრილი და აშენებულია 81 ხიდი. 

“რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

უცნობია როდის მოიხსნება რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 

დატოვეთ კომენტარი