სტატიები

გორის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის გეგმები –  ინტერვიუ გიორგი ედიშერაშვილთან 

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ედიშერაშვილი დაინიშნა. ის აქამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დაცულ ტერიტორიებზე მუშაობდა. 

რა გეგმები აქვს ახალ ხელმძღვანელს და როგორ მოხდა მისი აღნიშნულ თანამდებობაზე შერჩევა, “მოზაიკა” გიორგი ედიშერაშვილს ესაუბრა:
როგორ  და კრიტერიუმებით მოხდა აღნიშნულ თანამდებობაზე შენი შერჩევა ? 

მერიამ გადაწყვიტა, რომ გამოეყენებინა ჩემი გამოცდილება და მეც დავთანხმდი. ჩემი დანიშვნა მოხდა მერის გადაწყვეტილებით. როგორც იცით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩემი დაინტერესება გამომდინარეობდა იქიდან, რომ მაქვს ამ მიმართულებით შესაბამის გამოცდილება და კონპენტენცია. 

როგორია შენი გამოცდილება ამ მიმართულებით და რა მოლოდინები გაქვს? 

მოგეხსენებათ, რომ ახალი სააგენტო მოიცავს, როგორც სტრატეგიული განვითარების, ასევე ტურიზმისა და დაცული ტერიტორიების, ასევე ქალაქდაგეგმარების მიმართულებით. მაქვს შესაბამისი სწავლებები გავლილი, ამ მიმართულებით, ასევე ქალაქის მწვანე პოლიტიკისა და ურბანული განვითარების კუთხით. გარდა ამისა 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი დაცულ ტერიტორიებზე და კარგად ვიცი რაში მდგომარეობს დაცული ტერიტორიების სპეციფიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორის მუნიციპალიტეტში პირველად გახდა შესაძლებელი გვქონდეს დაცული ტერიტორია. ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი პირველი მიზანი იქნება რომ ადგილობრივ მოსახლეობას ავუხსნათ, რა ბენეფიტების მოტანა შეიძლება ეკოტურისტული სერვისების განვითარების კუთხით და რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეთ, თუკი დაცულ ტერიტორიებს ოპტიმალურად გამოიყენებენ. 

გეგმები და მოლოდინები – რას გეგმავ მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობისთვის ?

ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად შევისწავლი სამსახურის სტრუქტურას, გავეცნობი “სტაფს”, ხოლო ერთი თვის თავზე დავგეგმავ კონკრეტული განყოფილებების ხელმძღვანელბთან ერთად , როგორ განვავითაროთ ესა თუ ის მიმართულება. მაგალითად, როგორ მოხდეს ქალაქის სტრატეგიული განვითარება, რაც გულისხმობს სივრცით დაგეგმარებას, ასევე საინვესტიციო კლიმატის შექმნას, მოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას. ასევე, დაცული ლანდშაფტის მიმართულებით გვექნება დაცვის სტრატეგია, გვექნება რეინჯერებთან ინტენსიური სწავლებები, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება. ასევე ინტენსიური ურთიერთობები გვექნება ადგილობრივ მოსახლეობასთან, საინფორმაციო კამპანიების სახით, რათა ავუხსნათ რას ნიშნავს დაცული ტერიტორიები, რა მიზნები აქვს მას და ასე შემდეგ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.