ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა, 10 წელია, ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს, – ამის შესახებ ადგილობრივი თამაზ გელაშვილი წერს.
“ათ წელზე მეტია, ახალსოფლის მოსახლეობა ვითხოვთ ავტობანთან დამაკავშირებელი გზის მოწესრიგებას, მაგრამ ამაოდ. ჩიხში, რომელიც ხიდზე გადის და რომლითაც მთელი რიგი სოფლების მოსახლეობა სარგებლობს, საშინელ მდგომარეობაშია. სამხიდიანი მანქანები ყოველდღიურად ეზიდებიან ხე-ტყეს აგარაში, ამას ემატება მძიმე წონიანი მანქანები დატვირთული ინერტული მასალებით. ამჯერადაც არ არის ნახსენები ახალსოფელი. ძალიან მაინტერესებს, რა კრიტერიუმით ხდება პროექტების შერჩევა, მივმართეთ მერიას, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვაგდეს”, – წერს თამაზ გელაშვილი.
დატოვეთ კომენტარი