ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში საუბნო გზების მოხრეშვას 35 000 ლარი მოხმარდება

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა ინდ.მეწარმე დავით კოშაძეს, რომელმაც სოფელ თელადგორში საუბნო გზები უნდა მოხრეშოს. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 

სამუშაოების მთლიანი ღირებულება 35 861 ლარია, საიდანაც 12 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო 23 861 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორმა სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.