ქარელის მუნიციპალიტეტის 17 დასახლებაში გზები და შიდა ეზოები მოწესრიგდება.
როგორც ქარელის მერის მოადგილემ ნათია მაწონაძემ საკრებულოს სხდომაზე განმარტა, სამუშაოების განხორციელების ვადები ფინანსებზეა დამოუკიდებული.
“პროექტების განხორციელება 2023-2024-2025 წელს ეტაპობრივად მოხდება, თუმცა შეიძლება თანხა გამოგვითავისუფლდეს და ერთ წელშიც მორჩეს, სულ 17 პროექტზეა საუბარი”, – თქვა ნათია მაწონაძემ.
მისი ცნობით, უკვე დამტკიცებული პროექტების მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოიცავს:
- ქარელში ახალგაზრდობის ქუჩის პირველი და მეორე შესახვევის რეაბილიტაციას;
- ქარელში თამარ მეფის ქუჩაზე პირველი ჩიხის რეაბილიტაციას;
- ქარელში კეცხოველის ქუჩის შესახვევის რეაბილიტაციას;
- ქარელში ლტოლვილების დასახლების ეზოს რეაბილიტაციაა;
- ქარელში მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაა;
- ქარელში მასწავლებელთა სახლის ეზოს, ვაჟა ფშაველას ქუჩა #117-ის რეაბილიტაციაა;
- ქარელში ნინოშვილის ქუჩა #2 ეზოს რეაბილიტაციას;
- ქარელში ნონეიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას;
- ქარელში რუსთაველის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციას;
- ქარელში სააკაძის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციას;
- ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე, ლტოლვილების დასახლების შესასვლელის გზის, პირველი და მეორე კორპუსის ეზოს რეაბილიტაციას;
- ქარელში ცაბაძის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციას;
- ქარელში ბარათაშვილის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციას;
- სოფელ თამარაშენში გზის რეაბილიტაციას;
- სოფელ კლდუს გზის რეაბილიტაციას;
- სოფელ რუისის გზის რეაბილიტაციას;
- სოფელ საციხურის გზის რეაბილიტაციას.
დატოვეთ კომენტარი