ახალი ამბები

გორის მერია სკრაში მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის – მიმდინარე ფასი 51 670 ლარია 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აუქციონზე გაიტანა სკრაში არსებული  არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის მიმდინარე ფასი 51 670 ლარით განისზაღვრა. მიწის ნაკვეთის ფართობი 4 688 მ² -ია.  

“ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება  აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან  15  კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს”, – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში. 

მიწის ნაკვეთი აუქციონზე გასაყიდად 20 ივლისს გაიტანეს და 4 აგვისტოს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 5167  ლარია. 

დატოვეთ კომენტარი