ახალი ამბები

ხაშურში ახალგაზრდული სივრცე 28 ივლისს გაიხსნება 

ხაშურში ახალგაზრდული სივრცე იხსნება, სადაც ახალგაზრდები თანამოაზრეებთან შეხვედრას, არაფორმალური განათლების მიღებას, მუშაობას და განტვირთვას შეძლებენ. 

“ჩავუტარებთ სხვადასხვა ტრენინგებსა და აქტივობებს. გვინდა რომ ჩავრთოთ არამარტო ხაშურში მცხოვრები ახალგაზრდები, არამედ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები. ჩვენთვის პრიორიტეტია მაღალმთიანი სოფლისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა”, – ამბობს გიორგი მაჭარაშვილი. 

გიორგიმ სივრცის გახსნა პროექტის „ხაშურის ახალგაზრდული სივრცის შექმნა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით’’ ფარგლებში შეძლო. 

“სივრცის გახსნა იგეგმება 28 ივლისს. პროექტი განხორციელდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს გრანტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დიდი მხარდაჭერით”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი. 

სივრცის გახსნის საზეიმო ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები