დაქირავებული ფოტოგრაფი მოიყვანონ და ხაშურის გზები გადააღებინონ, – ამბობს ენმ-ის წევრი ეკა პაპუაშვილი.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბორჯომის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც საავტომობილო გზაზე არსებულ ვითარებას აღწერს.
“სეზონია და ბორჯომის თუ ბაკურიანის მიმართულებით, ძალიან ბევრი ადამიანი გადადგილდება. გზის მონაკვეთი რამდენიმე ადგილზე არის ჩავარდნილი, მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის აქ გადაადგილება არ არის უსაფრთხო. პრობლემას ისიც ემატება, რომ ქუჩას არ აქვს საფეხმავლო ბილიკები. უამრავი კვების ობიექტია განთავსებული გზის ამ მონაკვეთზე, ავტომობილების გაჩერება კი ძალიან საშიშია’, – ამბობს პაპუაშვილი,
მისი თქმით, გზის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვალდებულებაა.
“აღნიშნული გზის მონაკვეთი გზების დეპარტამენს ეკუთვნის და საჭიროა, დროული რეაგირება იქამდე კი, მოვიწვიოთ ბადრი ვადაჭკორია და გზის ეს მონაკვეთი გადავაღებინოთ. ვნახოთ, როგორ ლამაზ ფოტოებს გადაიღებს, ამდენი ფული ტყუილად ხომ არ გადაუხადეთ, ფოტოც რომ ვერ გადაიღოს”, – ამბობს ეკა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში რეაბილიტირებული შენობების და სკვერების გადასაღებად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას 6 250 ლარი გადაუხადეს.