სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარნენ.
“ხანძრით დაზარალებულ 15-მდე ოჯახს უკვე გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება, ასევე უფლისციხეში მცხოვრებ დევნილ ოჯახს გავუწიეთ დახმარება – მათი სახლი ქარმა დააზიანა”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ დახმარება გაუწია წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ, ხანძრით დაზარალებულ მორის ელბაქიძის ოჯახს – მათ 4 კუბური მეტრი ხის მასალა შეუძინა.
“ამასთან ერთად, იმ დევნილთა დასახლებაში, სადაც არ იყო ბუნებრივი აირი და მოხდა გაზიფიცირება, ადმინისტრაციამ ყველა ოჯახს შეუსყიდა და დაუმონტაჟა გაზის გამათბობლები, კონკრეტულად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის ჩასახლებაში 58 ოჯახს გაეწია მსგავსი ტიპის დახმარება“, – წერია სამხრეთ ოსეთის ადმინისტაციის განცხადებაში.