ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გორში ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” გორში მერობის კანდიდატად მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონს ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს.

ამ ინფორმაციასთან რადიო “მოზაიკასთან” პარტიის წარმომადგენლები ოფიციალურად არ ადასტურებენ.

გორის მერი ამბობს, რომ კანდიდატის შერჩევა ჯერ არ დასრულებულა.

“გორის მერობის კანდიდატის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.”-უთხრა რადიო “მოზაიკას” ამჟამინდელმა მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ლადო ხინჩეგაშვილის გორის მერობის შესაძლო კანდიდატობას არ ადასტურებს არც მერის მოადგილე, რომელიც პარალელურად “ქართული ოცნების” შტაბის აღმასრულებელი მდივანია.

“რამდენიმე კანდიდატურაზე მიმდინარეობს მსჯელობა. პირადად მე, ნამდვილად არ მსმენია რომ ლადო ხინჩეგაშვილის კანდიდატურაზე ყოფილიყო საუბარი. კანდიდატის წარდგენა დაახლოებით, 10 აგვისტოსთვის მოხდება”, – აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ხინჩეგაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილებოდა, თუმცა ამაზე ჯერჯეროით ღიად არავინ საუბრობს. ინფორმაციისთვის, საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მოსახლეობა მერებს და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.