ახალი ამბები

გორში 2 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა 

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. 

“შემოყვანილია 2 წლის გოგონა, მდგომარეობა არის მძიმე და იგეგმება მისი თბილისში გადაყვანა”, – ამბობენ კლინიკაში.

გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას “მოზაიკა” მოგვიანებით მოგაწვდით. 

დატოვეთ კომენტარი