ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “მაჩაბელი” გაიხსნა 

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “მაჩაბელი” გაიხსნა. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, ფოტო-გამოფენები, ფილმების ჩვენება და მასტერკლასები მოწვეული ფოტოგრაფებისგან. 

ფესტივალი მეორე წელია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა” პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც გორის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა.

“პროექტის განხორციელებით და შესაბამისად, ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახდება საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა”, – ამბობენ გორის უნივერსიტეტში. 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, პროექტის მოიცავს რიგ ეტაპებს, მათ შორის საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტო კონკურსის ორგანიზებას თემაზე „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისათვის“.  ფესტივალი სამ დღიანია და 20 ივლისს დასრულდება დაჯილდოებით სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში.  

დატოვეთ კომენტარი