15 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელ ნოსტეში გაიმართება გუნდური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
“ჩემპიონატი ეძღვნება დიდი მხედართმთავრის, ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის უკვდავ სახელს.შეჯიბრის (2004-2006 წ.წ.დაბადებულები) მიზანია საქართველოში ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია და მისი განვითარება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩემპიონატს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ატარებს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, სიგელებითა და მედლებით. დასაწყისი 13:00 საათზე.
დატოვეთ კომენტარი