ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში – საუკეთესო 3000 ლარით დაჯილდოვდება

გორში სტარტი აიღო გორის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში. ტურნირის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია, შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში ტარდება.

გორის მუნიციპალიტეტის პირველობაში 36 გუნდი იღებს მონაწილეობას. გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, პირველობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გამოვლინდება მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი, რომელიც 3000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული გუნდი 2000 ლარს, მესამე ადგილის მფლობელი კი, 1000 ლარს მიიღებს.

გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული გუნდი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების (კასპი, ხაშური, ქარელი) გამარჯვებულ გუნდებთან ერთად, რეგიონში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.