მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს იაპონიაში ჩატარდა, გორელმა დავით კლდიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
კომაროვის სკოლის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრებმა ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს.
- დავით კლდიაშვილი – ოქროს მედალი;
- თორნიკე ბერია – ბრინჯაოს მედალი;
- ალექსანდრე კორკოტაშვილი – ბრინჯაოს მედალი;
- თამარ ფეიქრიშვილი – ბრინჯაოს მედალი;
- გურამ მაჭარაშვილი – ბრინჯაოს მედალი;
- ივანე ყულჯანიშვილი – საპატიო სიგელი.
ნაკრების ლიდერი გიორგი ჭელიძე, ხოლო თანალიდერები გივი ნადიბაიძე და გიორგი სვანაძე იყვნენ.
ოლიმპიადაზე 112 ქვეყნის 700 მოსწავლე მონაწილეობდა.
დატოვეთ კომენტარი