ხაშურელები ამბობენ, რომ საზოგადოებრივ ტრასპორტში ანტისანიტარიაა.
“ვიცი ახალ მანქანებს ვერ ყიდულობთ მაგრამ გარეცხეთ მაინც, რა უბედურებაა. ხალხი ამბობს ბუზები გვესევიანო”, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი.
მან მიკროავტობუსში გადაღებულ ფოტოებიც გაავრცელა.
“ბევრგანაა ეგ სიტუაცია. რომ ჩახვალ, ყველაფერი უნდა გარეცხო, რაც გაცვია” – წუხს ლელა გელაშვილი
“მარტო ხცისის კი არ,ა თბილისი ხაშურის მარშუტკაშიც იგივე სიტუაციაა. თუ საჭირო გახდა, მაგის ფოტოებსაც დავდებ”, – აღნიშნავს ვერიკო ლომიძე.
დატოვეთ კომენტარი