ახალი ამბები

ნიუ ორკში ალექსანდრე ზაზარაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება

5 ნოემბერს ნიუ ორკში 16 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება. ალექსანდრე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა. რამდენიმე წელია, ის თავის სამუსიკო კარიერას ამერიკის შერთებულ შტატებში აგრძელებს.

“5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები! წარმოგიდგენთ ჩემს სოლო კონცერტს ნიუ იორკში! ეს იქნება დღე, როდესაც მე, როგორც არტისტი, ახლიდან დავიბადები და პირველად წარვადგენ ჩემს სადებიუტო ალბომს ხალხის წინაშე, ექსკლუზიურად, სანამ მთელი მსოფლიო ამას მოისმენს”, – წერს ზაზარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე უკრაინული “საბავშო ვოისის” და ამერიკული “ნიჭიერის” გამარჯვებული.

“ამ ყველაფერთან ერთად რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ამ კონცერტს დაესწრება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, და მსოფლიში ნომერ პირველად აღიარებული ვოკალის მასწავლებელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ვარსკვლავებთან როგორიცაა მერაია ქერი, ლუჩიანო პავაროტტი, ბოჩელი, და ა.შ Cheryl Porter Vocal Coach-ი”, – აღნიშნავს ზაზარაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი