ახალი ამბები

ხაშურელები ამბობენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ანტისანიტარიაა

ხაშურელები ამბობენ, რომ საზოგადოებრივ ტრასპორტში ანტისანიტარიაა.

“ვიცი ახალ მანქანებს ვერ ყიდულობთ მაგრამ გარეცხეთ მაინც, რა უბედურებაა. ხალხი ამბობს ბუზები გვესევიანო”, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი.

მან მიკროავტობუსში გადაღებულ ფოტოებიც გაავრცელა. 

“ბევრგანაა ეგ სიტუაცია. რომ ჩახვალ, ყველაფერი უნდა გარეცხო, რაც გაცვია” – წუხს ლელა გელაშვილი

“მარტო ხცისის კი არ,ა თბილისი ხაშურის მარშუტკაშიც იგივე სიტუაციაა. თუ საჭირო გახდა, მაგის ფოტოებსაც დავდებ”, – აღნიშნავს ვერიკო ლომიძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი