2023 წლის 20 ივნისს ნიკოლოზ კოპაძემ საკრებულოს განცხადებით მიმართა და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა ითხოვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხებისა და ეთიკის კომისიამ იმსჯელა და დადებითი დასკვნა მიიღო.
“ცნობად იქნეს მიღებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნიკოლოზ კოპაძის ვადამდე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 2023 წლის 21 ივნისიდან”, – წერია განკარგულებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, კოპაძეს საკრებულოში ნუნუ გიორგაშვილი ჩაანაცვლებს
“ნიკოლოზ კოპაძეს პირადი ოჯახური მიზეზების გამო მოუწია საკრებულოში უფლებამოსილების შეჩერება,თუმცა ის რჩება ჩვენს თანამებრძოლად და პარტიის ერთგულ წევრად.კანონის მიხედვით,მას ჩვენი შემდეგი წევრი ნუნუ გიორგაშვილი ჩაანაცვლებს,რომელიც აქტიური და მიზანდასახული ადამიანია და ვფიქრობ გორელებისთვის ბევრ საჭირო ინიციატივას გააჟღერებს საკრებულოში”, – აცხადებს ენმ.
აღნიშნულ საკითხს საკრებულო კენჭს 14 ივლისის სხდომაზე უყრის.