გორის მერია წმინდაწყლის დასახლებაში ახალი სკვერის მოწყობას აპირებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, დიმიტრი ყიფიანის სახელი მიენიჭება.
“მერიას მომზადებული აქვს ახალი სკვერის პროექტი წმინდაწყალზე და მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ახალი სკვერის მოწყობა, რომელსაც მიენიჭება დიმიტრი ყიფიანის სახელი”, – განაცხადა გიგა ბერიძემ გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.
დიმიტრი ყიფიანის სახელის მინიჭება მუნიციპალიტეტში მდებარე რომელიმე სკვერისთვის საბჭოს რეკომენდაცია იყო.
დატოვეთ კომენტარი