ტოკიოში ზაფხულის ოლიპმიურ თამაშებში, რომელიც 24 ივლისს დაიწყება, 4 გორელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიურ თამაშებში სპორტის სამ სახეობაში მიიღებენ გორელები მონაწილეობას – ძიუდო, ჭიდაობა, მძლეოსნობა.
ძიუდო
25 ივლისი
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)
26 ივლისი
ჭიდაობა
5 აგვისტო
გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
მძლეოსნობა
5 აგვისტო
გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა)
უკვე ცნობილია, ვინ იქნება ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვულის და ვაჟა მაგველაშვილის მეტოქე.
- 66 კგ-ში საწყის რაუნდში მარგველაშვილი რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვისა და გერმანელი სებასტიან სეიდლის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს დაელოდება.
- 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობას მე-2 წრიდან დაიწყებს, სადაც მეტოქედ ბრაზილიელ ედაურდო ბარბოსასა და ფრანგ გილიომ ჩაინეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ინფორმაციითვის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდება. ოლიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
დატოვეთ კომენტარი