მეორე დღეა გორში ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდები მიმდინარეობს. გორის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, პირველ და მეორე სესიაზე 47 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
თინათინ გვერდწითელის თქმით, პირველ ნაკადზე 476, ხოლო მეორეზე 474 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
“მშვიდ გარემოში ჩაიარა მეორე დღემ, დაგვიანება არ ყოფილა. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული იყო 476 აპლიკანტი და გამოცდაზე გამოცხადდა 449. ხოლო მეორე სესიაზე 474-დან 454 აბიტურიენტმა დაწერა ქართულის გამოცდა. გამოცდა მიმდინარეობს ელექტრონულად, თუ მოხდა ისე, რომ პასუხების ფურცელი დაისვარა, ან რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევაა, მაშინ ვცვლით ფურცელს და ახალს ვაძლევთ, ამის გამო აბიტურიენტს პრობლემა არ ექმნება”, – ამბობს თინათინ გვერდწითელი.