ახალი ამბები

“სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამისთვის, გორის მერიამ იდეების მიღება დაიწყო

“სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამისთვის, გორის მერიამ იდეების მიღება დაიწყო. 

როგორც უწყება წერს, პროგრამის დაფინანსება წელს 3 000 000 ლარი იქნება. 

“”სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი. იდეების მიღება 30 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება”, – წერს გორის მერია. 

იდეის წარდგენა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 16+ ასაკის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ. 

იდეის წარდგენისთვის აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://shorturl.at/DFZ14

შესაძლებელია, შევსებული ფორმის გააგზავნა შ ელ-ფოსტაზე: samokalakobiujeti.gori@gmail.com ან ამობეჭდილი სახით წარდგენა მერიის შენობაში (გრიგოლ ფერაძის №5).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.