ახალი ამბები

გორში, კომბინატის დასახლებაში კანალიზაციამ ამოხეთხა – პრობლემა ჯერ ვერ გვარდება

გორში, კომბინანატის დასახლებაში კანალიზაციამ ამოხეთქა. თარხნიშვილისა და შიდისის გზატკეცილების მიმდიბარედ შექმნილი ვითარების ამსახველ ვიდეოს ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს. 

როგორც ნინო წერეთელი წერს, დაბინძურებული წყალი ქუჩაზე მიედინება. 

“ისე წყალკანალს თურმე მანქანა გაფუჭებია და ვერ მოდიან, უკვე რახანია”, – წერს მოქალაქე. 

საკითხის გასარკვევად, “მოზაიკას” წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის ფილიალს დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ. 

“პრობლემის შესახებ საქმის კურსში ვართ, უბრალოდ არსებული ძალებით მისი გაწმინდვა ვერ მოხერხდა. ავტომანქანა კი, რომელიც ერთია, ამ ეტაპზე იმყოფება კახეთში, ლაგოდეხში. მოგეხსენებათ იქ არსებული, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. დასრულდება თუ არა იქ სამუშაოები, მანქანა მოთხოვნილი გვაქვს და გორში ჩამოვა. სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება”, – გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი