უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯონი ოდიშვილის ცხედარი სამხედრო პატივით, მშობლიური სოფლის, ტვიავის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ოდიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და ადგილობრივებმა გააცილეს.
31 წლის მამაკაცი გამოცდილი სამხედრო იყო და ოკუპანტების წინააღმდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან იბრძოდა.
ოდიშვილი 24 ივლისს ბახმუტთან, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. მას ერთი შვილი დარჩა.
დატოვეთ კომენტარი