ახალი ამბები

კასპში მყოფი ზონდერების შენახვა ჩვენ მილიონობით ლარი გვიჯდება – ანი ბალიაშვილი

კასპში მყოფი ზონდერ-ჯგუფის შენახვა ჩვენ მილიონობით ლარი გვიჯდება, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ანი ბალიაშვილმა, რომლის თქმით, კასპში “ქართული ოცნების” აქტივისტების მობილიზება ხელისუფლების დაორგანიზებული იყო. 

“ესენი იყვნენ შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერიების, საკრებულოების და ა(ა)იპების თანამშრომლები, რომელთა შენახვა ჩვენ მილიონობით ლარი გვიჯდება ყოველწლიურად. ეს ზონდერ ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჯგუფია, რომელსაც ხელისუფლება იყენებს ხოლმე სხვადასხვა  ბინძური დავალების შესასრულებლად, ოპოზიციის მედიის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბალიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს კასპში ენმ-ის წევრებს “ქართული ოცნების” აქტივისტებმა პარტიული შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები კასპში ჩავიდნენ და ოპოზიციას დაუპირისპირდნენ. ისინი ასევე უტევდნენ ადგილზე მომუშავე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსაც. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები