გორში სხვადსხვა სახეობის ნერგები ირგვება. სტალინის გაზირზე ნერგები უკვე მიიტანეს.
ნერგების შესაძენად გორის მუნიციპალიტეტის მერიას ორი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.
ორივე ტენდერში გამარჯვებულია კომპანია შპს “ეაპეიზაჟგეორგია”, რომელმაც ხეების მიწოდება და დარგვის სამუშაოები ერთ შემთხვევაში 29 450 ლარად იკისრა, მეორეში კი 74 454 ლარად.
ხელშეკრულების მიხედვით, 20-მდე სახეობის დეკორატიული ნერგი ქალაქის სხვდასხვა ადგილას წლის ბოლომდე დაირგვება.
დატოვეთ კომენტარი