ახალი ამბები

ნატოს საინფორმაციო ცენტრი გორში რეგიონალურ წარმომადგენელს ეძებს

სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” გორში რეგიონალური წარმომადგენლის შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

კანდიდატს შემდეგი ფუნქციების შესრულება მოუწევს:

  • სამოქმედო გეგმის შემუშავება (საინფორმაციო ცენტრის მიზნების, ამოცანებისა და საინფორმაციო ცენტრის სამოქმედო გეგმის შესაბამისად);
  • რეგიონში აქტიური საინფორმაციო – საგანმანათლებლო კამპანიის გამართვა (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, დეზინფორმაციისა და ა. შ.), პრეზენტაციების
    მომზადება და მათი წარდგენა თემატურ ჯგუფებთან (თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, სასულიერო პირებთან,
    ფერმერებთან, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებთან და სხვ.);
  • თანამშრომლობა რეგიონში მოღვაწე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რეგიონალურ მედიასთან;
  • ნატოსა და ევროკავშირის თემებზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პროექტების მართვა – ადმინისტრირება;
  • კოორდინაცია სათაო ოფისთან – შეხვედრების შემდეგ ანგარიშის მომზადება, ანგარიშის დროულად მიწოდება;
  • გაწეული ღონისძიებების შესახებ პრეს – რელიზის მომზადება;
  • ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობა;
    მოთხოვნები

“აპლიკანტს მინიმალური განათლება – ბაკალავრის ხარისხი და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვება. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამ თვეში. თანამდებობრივი სარგო სრულ განაკვეთზე 800 ლარს შეადგენს. გამოსაცდელი ვადა კი 6 თვე იქნება. კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო დღე 1 აგვისტოა”, – წერია განცხადებაში.

დაინტერესებულმა პირები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზაციის წარმომადგენელს, მაია სვინტრაძეს.

ტელ:+995599220084

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.