“დიახ, გორის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი ვარ”, “გადამიღე ხო, მიდი, გადამიღე”, – ისმის ვიდეოში, რომელიც ენმ-ის წევრმა კასპიდან გაავრცელა.
როგორც ვიდეოს ავტორი, ანი ბალიაშვილი წერს, “ქართული ოცნების” აქტივისტები მათი მარტიული შეხვედრის ჩაშლას ცდილობენ.
“კასპში, ჩვენი შიდაპარტიული შეხვედრისას მოგვივარდნენ რუსული “ოცნების” აქტივისტები, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები გორიდან, ქარელიდან, კასპიდან. ალყაში ვყავართ, გვაგინებენ, გვლანძღავენ და გვემუქრებიან და არ გვაძლევენ საშუალებას სახლებში წავიდეთ”, – ამბობს ანი ბალიაშვილი, ენმ-ს წევრი გორის საკრებულოში.
ბალიაშვილის ინფორმაციით, გამოიძახეს პოლიცია.
“თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ”, – წერს ბალიაშვილი.
დატოვეთ კომენტარი