ახალი ამბები

გორში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება

გორის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება. 

გორის მერიის ცნობით, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ: 

  • I ადგილი – 3 000 ლარი
  • II ადგილი – 2 000 ლარი
  • III ადგილი – 1 000 ლარი

ჩემპიონატში მონაწილეობის მიზნით, გუნდებმა სარეგისტრაციო ფორმა 7 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ.

“შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მატერიალური სახით. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდება”, – წერს გორის მერია. 

ჩემპიონარი პროექტის „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ ფარგლებში ტარდება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.