კასპში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილიც დაესწრო.
“ახალ შენობაში, სადაც 20 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის სამუშაო, სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები. შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი, სამზარეულო და სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. განყოფილებაში, ასევე გათვლილია სპეციალური სადგომი 4 სპეციალური სახანძრო და სამაშველო ავტომანქანისათვის”, – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
დატოვეთ კომენტარი