მდინარე ლიახვში 22 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ, – ადგილზე სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადაც მობილიზებულია.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გასაგრილებლად მეგობრებთან ერთად შევიდა, თუმცა დინებამ გაიტაცა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი თედოწმინდელი არ არის.
დატოვეთ კომენტარი