მთავრობა ქარელელებს ოთო ნემსაძის და “ფორტეს” კონცერტს მოუწყობს.
ქარელის მერიის ცნობით, მუსიკალური საღამო 2 ივლისს გაიმართება.
“მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2 ივლისს ქალაქი ქარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ,19:00 საათიდან 22:00 საათამდე მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს. გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ ზაფხულის მუსიკალური საღამოები”, – წერს ქარელის მერია.
უწყება ღონისძიებების პროგრამასაც ავრცელებს:
- 19:00 – თოჯინების თეატრი – სპექტაკლი „წითელქუდა“
- 19:00 – 22:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
- 19:00 – 20:00 – საბავშვო გასართობი სივრცე: გიტარის მუსიკალური ვორქშოპი, მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი, სახის მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები
- 19:00- 21:00 – ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი
- 20:30-22:00 – საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: ანსამბლი „ფორტე“ და ოთო ნემსაძის ბენდი
დატოვეთ კომენტარი