ახალი ამბები

28-29 ივნისს ხაშური-აწყურის მონაკვეთზე სატრანსპორტო მიმოსვლაზე ზეღუდვა იმოქმედებს 

28-29 ივნისს ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა 08:00 საათიდან 19:00 საათამდე იმოქმედებს. 

“2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, – წერს დეპარტამენტის განცხადებაში. 

ამავე დღეებში, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. 

გარდა ამისა, გადაადგილება თავისუფალი იქნება აწყური-ვალეს მონაკვეთზე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.