ახალი ამბები

რესტორან “ნაჭარმაგევში” ახალგაზრდებმა იჩხუბეს – პოლიციამ 7 პირი დააკავა 

გორში, რესტორან “ნაჭარმაგევში” ახალგაზრდებმა იჩხუბეს. 

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ფიზიკური დაპირისპირების დროს ახალგაზრდებმა სხვადასხვა ცივი იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც, რამდენიმე მათგანს მსუბუქი, ნასერი ჭრილობებიც აღენიშნებოდა. 

“მოზაიკას” ინფორმაციითვე, პოლიციამ ადგილზე 7 ადამიანი დააკავა და დაკავების დროს, ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. 

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, მომხდარზე ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული და სანქციის ფორმას სასამართლო გადაწყვეტს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.