ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთა ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთა ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 9 და 10 წლის ბიჭები აჩხუბა და ვიდეო გადაუღო, რომელიც სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში უნდა გაევრცელებინა. 

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126 -ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.