ახალი ამბები

გორის N8 სკოლაში საზაფხულო სკოლა “გონებანი გონიერისაი” ფუნქციონირებს

გორის N8 საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლამ ” გონებანი გონიერსა” დაიწყო ფუნქციონირება. იდეის ავტორი მასწავლებელი მაია ნასყიდაშვილია.

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეები ვეფხისტყაოსნის აფორიზმებს ლოტოს თამაშის პრინციპით შეისწავლიან.

“მოგეხსენებათ, როგორ უჭირთ ვეფხისტყაოსნის სწავლა ბავშვებს ნებისმიერ ასაკში. მე-10 კლასში კი მათ მოუწევთ სრული პოემის შესწავლა. ვფიქრობ, არსებითად მნიშვნელოვანია აფორიზმების ზეპირად ცოდნა,მათი გააზრება, გაანალიზება და შესაბამის ეპიზოდთან დაკავშირება.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა საზაფხულო სკოლა.ვაპირებ “ვეფხისტყაოსნის ლოტოს” მეშვეობით ბავშვებს პოემის სიბრძნე და აფორიზმები თამაშ-თამაშით შევასწავლო და სახალისო პროცესით შევაყვარო კიდეც”, – ამბობს მასწავლებელი. 

მაია ნასყიდაშვილის თქმით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სამომავლოდ ნაწარმოების სრულყოფილად შესწავლისთვის.

“გარდა ამისა, ბავშვები მოისმენენ სხვადასხვა მსახიობის მიერ მხატვრულად წაკითხული პოემის ეპიზოდებს, განუვითარდებათ და ჩამოუყალიბდებათ ესთეტიური და შემოქმედებითი გემოვნება. ერთად ვნახავთ ქვიშაზე ხატვის ხელოვნებას ვეფხისტყაოსნის თემაზე”, – აღნიშნავს ნასყიდაშვილი. 

საზაფხულო სკოლა 20 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით იფუნქციონირებს.

დატოვეთ კომენტარი