ახალი ამბები

მამაკაცმა ორი არასრულწლოვანი აჩხუბა და ვიდეო გადაუღო – რა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში 

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცმა ორი არასრულწლოვანი ბიჭი აჩხუბა და სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით, ვიდეო გადაუღო. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებმა სამართალდამცავებს აცნობეს, თუმცა ამ დროისთვის ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.  

“მოზაიკას” ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევას ატარებს შსს. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყება გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.