ხაშურში საბავშვო წიგნის ფესტივალი „ასფურცელა“ მიმდინარეობს.
ფესტივალი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში 12:00 საათზე დაიწყო.
საბავშვო ლიტერატურის მოყვარულებს მასპინძლობენ გამომცემლობები: „არტანუჯი“, „ინტელექტი“, „პალიტრა L“, „მანდარინი“, „მახარობელი“. მიმდინარეობს წიგნების გამოფენა გაყიდვა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
სტუმრებს ხვდებიან საბავშვო მწერლები: ირმა მალაციძე, მურად მთვარელიძე, კლარა გელაშვილი, მარიამ წიკლაური, ნანიკო ბურდული, გივი ჩიღვინაძე, მარიამ გახელაძე, ნატო დავითაშვილი, ლელა გაბური, ლილი ალფაიძე, თეა თოფურია, ნინო ლომიძე, ნათია ჯანაშია.
გარდა ამისა დაგეგმილია:
- 16:30 – თოჯინების თეატრის წარმოდგენა – ირმა მალაციძე „სატკბილეთის ქვეყანა“;
- 17:10 – ანიმატორების შოუ/კოსტუმირებული პერფორმანსი.
დატოვეთ კომენტარი