ახალი ამბები

გორის N8 სკოლის პროექტი ფესტივალის “მეცნიერება მთავარ როლში” გამარჯვებულია

გორის მერვე საჯარო სკოლის პროექტი “დარგე ემოცია”  ეროვნული ფესტივალის “მეცნიერება მთავარ როლში” გამარჯვებული გახდა – ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელმა, ნინო ფსუტურმა გაავრცელა. 

“ჩვენი პროექტი “დარგე ემოცია” დასახელდა გამარჯვებულ ოთხ პროექტს შორის. პროექტი, რომელიც შეიქმნა მე-9 და მე-7 კლასელების კოლაბორაციით”, – დაწერა ფსუტურმა. 

მისივე თქმით, სწორედ გორის მერვე საჯარო სკოლა წარადგენს საქართველოს საერთაშორისო ფესტივალზე ფინეთში.

ეროვნულ ფესტივალს “მეცნიერება მთავარ როლში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს. 

დატოვეთ კომენტარი